სოფელ იყალთოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა
კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ემსხვერპლა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი მოტეხილობითა და ტრავმული შოკით გადაიყვანა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.