გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში შექმნილი კრიზისული ვითარება განიხილეს. მხარეებმა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტზე და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლო საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომელიც რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოების მიმართ იკვეთება.

გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოსთვის მისი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრის მონაწილეები მიმდინარე კონფლიქტის გარშემო ინფორმაციის სისტემატურ გაცვლასა და ამ მიზნით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები