სოზარ სუბარი: მეუღლე ტრენინგებზე გავიცანი, ერთი ცხოვრება გვაქვს ოჯახშიც და მის მიღმაც

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამგორში, სოზარ სუბარი ოჯახსა და მეუღლეზე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“მომავალი მეუღლე ტრენინგებზე გავიცანი, როცა მომავალი ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტური გამოძიება უნდა მესწავლებინა. სტუდენტებს შორის ერთმა გოგონამ – თამთა ყუბანეიშვილმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. მალე დავოჯახდით. ახლა სამი შვილი გვყავს: 16 წლის ნინი, 15 წლის ლუკა და 12 წლის მათე.

თამთა უბრალოდ ცხოვრების თანამგზავრი არ არის – ერთი ცხოვრება გვაქვს ოჯახშიც და მის მიღმაც, ერთმანეთს ვენდობით, ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ და სხვაგვარად ვერც წარმოგვიდგენია”, – წერს სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები