მარინა ენდელაძე: კორონავირუსით გარდაცვლილი ცხრა პაციენტიდან ხუთი აჭარაში მკურნალობდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ცხრა პაციენტიდან ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
როგორც ენდელაძემ აღნიშნა, გარდაცვლილებიდან ხუთი აჭარაში მკურნალობდა.
„ცხრა ახალი გარდაცვლილი გვყავს, ყველა კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ხუთი არის აჭარიდან, სხვა მონაცემები ჯერ არ მაქვს.
ჩვენს ცენტრში 63 კოვიდინფიცირებული პაციენტი გვყავს”, – განაცხადა მარიან ენდელაძემ.