მარინა ენდელაძე: კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 207 აჭარაში, 168 კი თბილისში დაფიქსირდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების ყველაზე ბევრი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა.
მისივე თქმით, თბილისში კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„აჭარაში გახლავთ 207 ახალი შემთხვევა, თბილისში – 168, იმერეთში – 117, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24 , ქვემო ქართლში – 7, შიდა ქართლში – 25, გურიაში – 8, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში – 5-5, სამცხე-ჯავახეთში – 3 ახალი შემთხვევა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.