მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ინფიცირებული 50 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირებული 50 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსისგან 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

“569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად, 50-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 31 ინვაზიურ მართვით სუნთქვაზეა, 19 სიმპაბ რეჟიმზეა, ამ პაციენტებიდან 7 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა, ერთი კი ცხინვალიდანაა გადმოყვანილი”, – განაცხადა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები