ბალყარეთის მთაში – იქ, სადაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ხარ
ბალყარეთი – ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი დასახლებული ადგილი ჩრდილო კავკასიის ცენტრალურ ნაწილში. მათი ენა ერთ-ერთია ალთაური ენების ოჯახიდან, მათი სახლები დაკარგულია მთებსა და დაბურულ ტყეებში, მდინარეების შენაკადებსა და ალპურ მდელოებში.
ჰადისი სოფელ ზემო ბალყარეთში ცხოვრობს, რომელიც საქართველოს საზღვართან, ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ფარას, რომელსაც ის ფლობს, მარტოდმარტო მწყემსავს სოფლიდან ათობით კილომეტრში, მაღალ მთაში.
აქ არ არის მობილური კავშირი და ირგვლივაც არავინაა. თუკი მას რაიმე მოუვა, დახმარებასაც ვერავის სთხოვს.
მწყემსის სამუშაო ადვილი არ არის, ირგვლივ მხეცები დადიან, მთის ბილიკებზე ყოველთვის დიდი საფრთხეა, ერთი ზვავი და შეიძლება, მთელი სოფელი დაიფაროს. მთაში ჰადისს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი თუ ექნება.
არდადეგების დროს მამასთან ერთად მთაში ქაზიმი და ელიასიც მიდიან. ვაჟები მამას ფარის მწყემსვაში ეხმარებიან, ხოლო ჰადისი მათ მთაში გადარჩენას ასწავლის.
მუშაობის დროს ჰადისს ცხვრებთან ერთად სძინავს, იკვებება ხორცით, აირანითა და პურით, რომელსაც თავად აცხობს, წყალი კი, წყაროდან მოაქვს. როდესაც მის ჩასანაცვლებლად სხვა მეცხვარე მოდის, ჰადისი მშობლიურ სოფელში ბრუნდება.
სოფლის სახლში მისი გვარის რამდენიმე თაობა სახლობს.
ჰადისის დედა ცოტახნის წინ გარდაიცვალა. ახლა ის მამასთან, დიასახლის ცოლთან და ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს.
სოფელი ზემო ბალყარეთი კეთილმოწყობილი და უხვმოსავლიანია.
ქაზიმი და ელიასი ადგილობრივ სკოლაში სწავლობენ.
გაკვეთილების შემდეგ მშობლებს მეურნეობაში ეხმარებიან.
ბალყარელების ტრადიციული საქმიანობა მესაქონლეობა და მიწათმოქმედებაა. ისინი ამუშავებენ ტყავს და ხეს, ასევე მატყლს. ქალები ქსოვენ.
ამ დროისთვის ზემო ბალყარეთში ტურისტული ინფრასტრუქტურა ვითარდება. 2016 წელს სოფელში საბჭოთა დროს დაკეტილი, უძველესი მეჩეთი აღადგინეს. მის შემოგარენში უნიკალური არქიტექტურული და ბუნებრივი ძეგლებია შემონახული – ტრადიციული ბალყარული დასახლებების ნანგრევები, საგუშაგო კოშკები, ციხეები.