თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვება.
კლინიკის ხელმძღვანლის, ლევან რატიანის თქმით, იგეგმება პროტოკოლის განახლებაც.
“განახლდება პროტოკოლი, რაც შეიძლება მოქნილი და მობილური იყოს, იმ პაციენტებმა, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია – მიიღონ ჰოსპიტალური დახმარება; იმ პაციენტებმა, ვისაც სჭირდება ამბულატორიული მეთვალყურეობა, მიიღონ ის სერვისი, რაც სახელმწიფოსგან არის მოწოდებული. სრული პასუხისმგებლობით მინდა, გითხრათ, იმ პაციენტებს, ვისაც კრიტიკულ მედიცინაში სჭირდებათ მკურნალობა, იმკურნალებენ”, – აღნიშნა რატიანმა.