მარინა ენდელაძე: ალბათ, თბილისში კორონავირუსის დრამატული ზრდა არ გვექნება, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რეკომენდაციები დავიცვათ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გუშინდელთან შედარებით შემცირდა.
მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
“დღეს შედარებით იმედისმომცემი ინფორმაცია გვაქვს. გუშინდელთან შედარებით რაოდენობა შემცირდა, მოსახლეობის თვითშეგნება ისეთია, რომ გავუფრთხილდებით მდგომარეობას. ალბათ, დრამატული ზრდა არ გვექნება თბილისში, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რეკომენდაციები უნდა დავიცვათ.
რაც შეეხება ჩვენს ცენტრს- 56 პაციენტია მოთავსებული, უმეტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 11 ჟანგბადდამოკიდებულია”, – აღნიშნა ენდელაძემ.