მარინა ენდელაძე: კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან სამი აჭარაში მკურნალობდა, ორი – თბილისში, ერთი კი – საჩხერეში
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან სამი აჭარაში მკურნალობდა, ორი – თბილისში, ერთი კი – საჩხერეში.
“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 6 ლეტალური შემთხვევიდან სამი აჭარაში დაფიქსირდა, ორი თბილისში, ერთი კი საჩხერეში. სულ ქვეყანაში კორონავირუსით 91 პაციენტია გარდაცვლილი”, – აღნიშნა ენდელაძემ.