მეუფე იაკობი: ამბობენ, თითქოს, ეკლესია და სახელმწიფო რაღაცაზე შევთანხმდით, დავით გარეჯს რომ ვინმე აბრუნებდეს, იმის მხარეს დავდგებოდი, რუკის გამო არსად არ დავდგები
„დავით გარეჯს რომ ვინმე აბრუნებდეს, იმის მხარეს დავდგებოდი, აფხაზეთს რომ გვიბრუნებდნენ, დავდგებოდი მის მხარეს, მაგრამ მე თუ დღეს რაღაც აზრი მაქვს, რუკის გამო არსად არ დავდგები”,- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
როგორც მეუფე იაკობი ამბობს, სასიხარულოა, რომ იპოვეს რუკა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესია ვინმეს მხარეს დაიჭერს.
“როცა პროფესიონალი ხარ და რაღაც თანამდებობაზე ხარ, ყოველთვის უნდა შეგეძლოს იმის განსაზღვრა, რას რა მოჰყვება. როცა შენ ცალსახად ამბობ, იმ რუკას იყენებ, რომელიც იმ მიწას სადავოს ხდის და საზღვარი აქეთ გამოდის, ჩემი ბრალია? ოღონდ ეკლესიას აგინონ, დღეს იმას იძახიან, რომ ეკლესია და სახელმწიფო თითქოს რაღაცაზე შევთანხმდით და იმის გამო, რომ რუკა იპოვეს, იმაში მხარი უნდა დავუჭიროთ. ეს არის მხოლოდ რუკა, მადლობა ღმერთს, რომ გამოჩნდა, მაგრამ ეგ ის თემა არ არის – გარეჯს რომ ვინმე აბრუნებდეს იმის მხარეს დავდგებოდი, აფხაზეთს რომ გვიბრუნებდნენ, დავგდებოდი მის მხარეს, მაგრამ მე თუ დღეს რაღაც აზრი მაქვს, რუკის გამო არსად არ დავდგები, მაგრამ სასიხარულოა, რუკა რომ არის, ალბათ, ორივე მხარემ უნდა მიიღოს ის, რომ ამ რუკით იხელმძღვანელონ“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.