მარინა ენდელაძე: კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, შესაძლოა, თბილისში ზომები გამკაცრდეს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, შესაძლებელია თბილისში ზომები გამკაცრდეს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 56 პაციენტი მკურნალობს.
„ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ შესაძლებელია, თუ ასეთი მატება იქნა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად პირველ სექტემბრამდე გამკაცრებული ზომების პირობებში მატება თითქმის არ გვქონდა, ძალიან მცირე იყო, ახლა მატება არის და შესაბამისად, შეიძლება მთავრობამ გადაწყვიტოს ამის შესახებ. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის.
ჩვენს კლინიკაში 56 პაციენტი მკურნალობს, უმეტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 9-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა”,- განაცხადა ენდელაძემ.