მარინა ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისში, 172 აჭარაში, 117 კი იმერეთში გამოვლინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს.

მისი თქმით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევიდან 194 თბილისში, 172 აჭარაში, 117 კი იმერეთში დაფიქსირდა.

„523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი. სამწუხაროდ, რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევებით პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა. თბილისში არის 194 ახალი შემთხვევა, აჭარაში იკლებს, მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, იქ არის 172 ახალი შემთხვევა, იმერეთში – 117, სამეგრელო- ზემო სვანეთში -16, გურიასა და შიდა ქართლში -7-7, ქვემო ქართლში – 4, კახეთში- 3, სამცხე ჯავახეთში – 2, მცხეთა მთიანეთში – 1“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები