მარინა ენდელაძე: კორონავირუსით სამი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით სამი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პაციენტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.
„ჯამურად, გარდაცვლილია 66 პაციენტი, გუშინ გარდაიცვალა სამი. ვიცი, რომ სამივე არის აჭარიდან, თუმცა, ინფორმაცია გვიან მოვიდა და პაციენტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“, – აღნიშნა ენდელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა და კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 66-ს შეადგენს.