მარინა ენდელაძე: თბილისში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს, 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა.

დანარჩენი შემთხვევები კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი. შემცირდა აჭარაში ახალი შემთხვევების რაოდენობა, ამჟამად 49 პროცენტია მხოლოდ, რაც შეესაბამება 230 პაციენტს, თუმცა, საყურადღებოა, რომ თბილისში იმატებს შემთხვევები, 28 პროცენტია უკვე ინფიცირებულების – 134 შემთხვევა, იმერეთში – 68 ახალი შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში 8-8 შემთხვევა, შიდა ქართლში – ექვსი, კახეთსა და მცხეთა მთიანეთში -5 -5“, – განაცხადა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები