მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ინფიცირებული 60 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 60 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მისი თქმით, 59 ადამიანი მართვითი სუნთქვის სხვადასხვა რეჟიმზე იმყოფება.
“საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 318 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 60-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 59 მართვითი სუნთქვის სხვადასხვა რეჟიმზე იმყოფება – 29 ინვაზიურ მართვით სუნთქვაზეა, 30 კი სიმპაბ რეჟიმზეა. 9 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი”, – აღნიშნა ენდელაძემ.