ომბუდსმენი საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის დევნის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის დევნის საქმეს შეისწავლის.

ამის შესახებ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

“საქართველოს სახალხო დამცველი საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების მიმართ დაწყებული სს დევნის საქმეს შეისწავლის.

შესწავლის პროცესში ჩვენ ვითანამშრომლებთ როგორც დაცვის მხარესთან, ასევე, ინფორმაციას გამოვითხოვთ საქართველოს პროკურატურისგან.

სახალხო დამცველის შესწავლის საგანი იქნება როგორც საპროცესო უფლებების დაცვა, ასევე, ბრალად წარდგენილი ქმედების მართლზომიერების საკითხი.

საკითხის სენსიტიურობიდან და მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს გამოძების გამჭვირვალობა და პროცესის მონაწილე პირების კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებების დაცვა”, – წერს ლომჯარია.

ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე – ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი – ნატალია ილიჩოვა დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები