ამირან გამყრელიძე: ცესკო-სთან ერთად მუშავდება პროტოკოლი, თუ როგორ შეძლებენ კორონავირუსით ინფიცირებულები არჩევნებში ხმის მიცემას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცესკო-სთან ერთად მუშავდება შესაბამისი პროტოკოლი, თუ როგორც შეძლებენ COVID19-ით ინფიცირებული მოქალაქეები ხმის მიცემას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

„ხმის მიცემის უფლება ადამიანის უფლებათა შორის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ცესკო-სთან ერთად, რომ ამ ადამიანებმა მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდები იყო ჩვენ, ინფიცირებულ ახალგაზრდას საშუალება მივეცით, რომ გამოცდა ჩაებარებინა და ის სტუდენტი გახდა. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ პროტოკოლი ცესკო-სთან ერთად მუშავდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები