სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ვაზის ჯიშების გენეტიკური იდენტიფიკაცია მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მოლეკულური მარკირების (დნმ) ლაბორატორიაში, დნმ-ის მარკერების გამოყენებით, ვაზის ჯიშების იდენტიფიკაცია მიმდინარეობს.

როგორც “კვირას” სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან აცნობეს, დღეისათვის, გამოკვლეულია ვაზის 50 ჯიში, მათ შორის, 20 იშვიათი, 10 უცხოური და, ასევე, ვაზის ველური ფორმები. დნმ ლაბორატორიამ კვლევებიდან მიღებული მონაცემების ვალიდურობის შეფასებისთვის და მათთან შედარების მიზნით, ექსპერიმენტში სხვა ქვეყნის ლაბორატორიების მიერ უკვე კარგად გამოკვლეული ვაზის ქართული 10 ჯიშიც ჩართო.

“ანალიზური კვლევები საკმაოდ რთულ პროცესებს მოიცავს – შერჩეული ვაზის ჯიშების ინდივიდების ნიმუშებიდან დნმ-ის ექსტრაქცია (გამოყოფა), 9 წყვილი სპეციფიკური პრაიმერების გამოყენებაზე დაფუძნებული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეშვეობით ჯიშების იდენტიფიცირება და ვაზის ქართული ჯიშების გენომებისბიონფორმატიული ანალიზი. მოლეკულური მარკირების ლაბორატორია ზოგიერთ ექსპერიმენტს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიასთან ერთად ახორციელებს. მიღებული შედეგებით, ვაზის გლობალურ პოპულაციებში, ადგილობრივი ჯიშების ფილოგენიის შესწავლა და მათი გენეტიკური ნათესაობის განსაზღვრა მოხდება. ანალიზური კვლევებით ასევე შესაძლებელი ხდება ვაზის დომესტიკაციის პროცესის შეფასება.

მოლეკულური მარკირების ლაბორატორიაჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებული ვაზის ქართული 470 კულტურული ჯიშის და 150-მდე ველური ფორმის დნმ იდენტიფიკაციას ეტაპობრივად გეგმავს,”- ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები