მარინა ენდელაძე: დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მატებაა, გავუფრთხილდეთ თბილისსა და მთელს ქვეყანას
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, თბილისში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა, ამიტომ, სიფრთხილე უმნიშვნელოვანესია.
“ჩვენს ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტია მოთავსებული. აქედან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, ერთი კრიტიკულია, თუმცა, ამ კრიტიკულის მდგომარეობა რამდენადმე გაუმჯობესებულია და პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ყოველთვის ვამბობ, რომ თბილისს უნდა გავუფრთხილდეთ. გარკვეული მატებაა. მთელს ქვეყანას გავუფრთხილდეთ”, – აღნიშნა ენდელაძემ.