მარინა ენდელაძე: საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ფაქტიდან: 2 აჭარაში, 1 თერჯოლაში, 1 კი თბილისში დაფიქსირდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირებულების გარდაცვალების 4 ფაქტიდან 2 აჭარაში, 1 თერჯოლაში, 1 კი თბილისში დაფიქსირდა.
მისივე თქმით, პაციენტებს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.
„არის 4 გარდაცვლილი. მათ შორის 2 არის აჭარაში – 70 წლის კაცი და 65 წლის ქალი თანმხლები დაავადებებით. მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ერთი გახლავთ 88 წლის ქალი თერჯოლაში გარდაცვლილი და ერთი თბილისში. როგორც ვიცი, „ამტელში“ გადაყვანილი იყო საუნივერსიტეტო კლინიკიდან. 83 წლის გახლდათ თბილისიდან“, – განმარტა ენდელაძემ.