მარინა ენდელაძე: კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 259 აჭარაში, თბილისში კი 111 გამოვლინდა

“საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თბილისში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„გამოვლინდა 508 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება – კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 259 შემთხვევა, თბილისში – 111, იმერეთში – 91, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 25 , გურიაში – 8, ქვემო ქართლსა და მცხეთა – მთიანეთში – 5-5, შიდა ქართლსა და კახეთში 2-2“, – განაცხადა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები