მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ინფიცირებული 58 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 58 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მისივე თქმით, 8 ადამიანი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.
“ქვეყანაში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი. კრიტიკულად მძიმეა 58 პაციენტის მდგომარეობა. 8 ადამიანი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი”, – აღნიშნა ენდელაძემ.