გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები – რა წერია მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენებაში

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “კურიერმა” გასაიდუმლოებული მასალებიდან მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება მოიპოვა.

“კურიერის” ინფორმაციით, აკაკი ქვრივიშვილის 8-საათიანი დაკითხვის ოქმი 12-გვერდიანია. ჩვენება 22 ივლისითაა დათარიღებული. ქვრივიშვილი საკუთარ ჩვენებაში დეტალურად ჰყვება, როგორ დაიგეგმა ნაძალადეველების მცხეთაში დაბრუნება “ტოიოტა ქამრით” ბეჟანიშვილის ქუჩაზე. ქვრივიშვილი საქმის სხვა დეტალებზეც საუბრობს.

“მცხეთაში მომხდარი კონფლიქტის თაობაზე ვსაუბრობდით ერთმანეთში, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ ჩვენი უბნელები და ასაკით ჩვენზე უფროსი ბიჭები: არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა რევაზიშვილი. მხოლოდ მათ მოუყვა ვახო ჩიქოვანმა მცხეთაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რადგან თვითონვე გამოხატეს ინტერესი და გვკითხეს, ხომ მშვიდობა გვქონდა, მაშინ, როდესაც მათ დაინახეს დასისხლიანებული ვახტანგ ჩიქოვანი.

კითხვა: თქვენიდან ვინ გაუწია ორგანიზება დასახელებულ პირთა შეკრებასა და ავტომანქანით მცხეთისკენ გადაადგილებას?

პასუხი: ჩვენი შეკრებისა და მცხეთისკენ გადაადგილების უშუალო ინიციატორი იყო ვახო ჩიქოვანი, რადგან სწორედ მისი წინადადება იყო, ჩავსულიყავით მეგობრების ჩამოსაყვანად მცხეთაში და მან მოიკითხა მართვის მოწმობა და ფხიზელი მძღოლი და სწორედ მისი ავტომანქანით წავედით. ასევე, ყველა ჩვენგანს იგივე სურვილი და მიზანი გვქონდა. თუმცა, ამ ფაქტს არანაირი ორგანიზება არ სჭირდებოდა, ვინაიდან ჩვენი მეგობრები იყვნენ ჩარჩენილები მცხეთაში და უნდა მომხდარიყო მათი ჩამოყვანა.

კითხვა : თქვენ თუ არ დაგინახავთ, სხვისგან ხომ მაინც არ გაიგეთ, რომ მოხდა გიორგი შაქარაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელება?

პასუხი: გიორგი შაქარაშვილის შესახებ გავიგე მეორე დღეს ტელევიზიით, რომ იგი იყო გაუჩინარებული. მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ არაფერი არ გამიგია არავისგან”, – ნათქვამია ჩვენებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები