თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და იურისტებს შეხვდნენ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები – მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და იურისტებს შეხვდნენ.

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანლის, დავით ასათიანის განცხადებით, მათი მიზანია, მთელი პროცესის განმავლობაში დაცული იყოს ზედმიწევნით ის ძირითადი პროფესიული პრინციპები, რაც,  ჯამურად, ხარისხიან მართლმსაჯულებას უქმნის საფუძველს.

,,ადვოკატთა ასოციაციის მიზანი არ არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის დეტალების განხილვა ან შეფასება, ამას ადვოკატები თავადაც ძალიან პროფესიონალურად აკეთებენ. ჩვენი მიზანი და უპირველესი პრიორიტეტია, რომ მთელი პროცესის განმავლობაში დაცული იყოს ზედმიწევნით ის ძირითადი პროფესიული პრინციპები, რაც,  ჯამურად, საფუძველს უქმნის ხარისხიან მართლმსაჯულებასა და შეჯიბრებითობის პრინციპით სისხლის სამართალწარმოებას ჩვენს ქვეყანაში. თუ ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში სამართლიანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ადვოკატის გამოკითხვა, მისი პროფესიული საიდუმლოების დარღვევა ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევს, ჩვენ რისკის შემცვლელად ვთვლით იმ გარემოებას, რომ მოხდა ადვოკატის პერსონალური კომუნიკაციების საშუალებებიდან ინფორმაციის მოპოვება და მეორეს მხრივ, არ არსებობდა მექანიზმი, რომ დაცული იქნებოდა ადვოკატის პროფესიული საქმიანობა“, – განაცხადა ასათიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები