ფოთში შემოტანილი გაყინული ღორის ხორცი განადგურებას დაექვემდებარა

საბაჟო გამშვებ პუნქტში “ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა” ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან 936 კილოგრამი გაყინული ღორის ხორცი შემოვიდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, დადგინდა, რომ, ვეტერინარულ სერტიფიკატში ასახული მონაცემების შეუსაბამობის გამო, გაყინული ღორის ხორცი არ აკმაყოფილებს საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.
“ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინე კონტროლის განხორციელების წესის,, დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების მოთხოვნების თანახმად, საქონელი განადგურებას დაექვემდებარა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები