მაია ცქიტიშვილი: თბილისის ცენტრალური პარკი არის პროექტი, რომელიც ჩვენთვის, ქალაქისთვის ხორციელდება

“ეს არის პროექტები, რომლებიც ჩვენთვის, ქალაქისთვის ხორციელდება. სპეკულაციები მიზნად ისახავს, იმას რომ ამ საჩუქარს ფასი დაუკარგოს”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ დედაქალაქისთვის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ჩუქების საკითხზე განაცხადა, სადაც „ქართუს“ დახმარებით თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

მისივე თქმით, ოპოზიციის ყველა ბრალდება კონტრპროდუქტიულია.

“ყველა ბრალდება არის ძალიან კონტრპროდუქტიული, ადამიანები ხედავენ წვლილს, რომელსაც დაახლოებით 30 წელია, “ქართუ ფონდი” და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ახორციელებს. ასეთი ტიპის ბრალდებები, პირველ ყოვლისა, ამ ადამიანების ღირსების შემლახველია. ეს არის პროექტები, რომლებიც ჩვენთვის, ქალაქისთვის ხორციელდება. სპეკულაციები მიზნად ისახავს იმას, რომ დაუკარგოს ამ საჩუქარს ფასი”, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები