მარინა ენდელაძე: თბილისში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა, სიფრთხილე გვმართებს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, წინა დღეებთან შედარებით, თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია.
მისივე თქმით, სიფრთხილის დაცვა აუცილებელია.
„ყველაზე მთავარია, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა თბილისში. რა თქმა უნდა, ყველა რეგიონს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ მოსახლეობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებითაც, რომ ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება ძირითადად აქ იმართება, დიდი სიფრთხილე გვმართებს. იქნებ როგორმე თბილისი გადაურჩეს ასეთ ძლიერ დატვირთვას და ბევრი ინფიცირებული პაციენტის გამოვლენას“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.