მარინა ენდელაძე: კორონავირუსით გარდაცვლილი 4 პაციენტიდან სამს აჭარაში მკურნალობდნენ

“ბოლო 24 საათში საქართველოში 4 პაციენტი გარდაიცვალა, აქედან 3 შემთხვევა აჭარას უკავშირდება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამივე პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

„ერთი პაციენტი 68 წლის კაცი იყო, რომელიც კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. არის ასევე 64 წლის ქალი – მძიმე თანმდევი დაავადებებით, მესამე პაციენტი კი 84 წლის კაცი იყო.

რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, 41 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. აქედან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კრიტიკული. გვყავს ბავშვებიც, რომელთა მდგომარეობაც თითქმის დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები