მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 55-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მისივე თქმით, მათ შორის 9 ადამიანი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.
“ქვეყანაში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი. აქედან 209 აჭარაშია გამოჯანმრთელებული. კრიტიკულია 55 პაციენტის მდგომარეობა. 9 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი”, – განაცხადა ენდელაძემ.