მარინა ენდელაძე: საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 348 აჭარაში, 99 კი თბილისში გამოვლინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის თვალსაზრისით კვლავ აჭარა ლიდერობს, თუმცა, შემთხვევების რიცხვმა დედაქალაქში იმატა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსისგან 268 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

“ქვეყანაში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი. აქედან 209 აჭარაშია გამოჯანმრთელებული. კრიტიკულია 55 პაციენტის მდგომარეობა. 9 ოკუპირებული ტერიტორიებიდანაა გადმოყვანილი.

გამოვლენის თვალსაზრისით, აჭარა კვლავ ლიდერია, თუმცა, ოდნავ შემცირდა. აჭარაში არის 348 ახალი შემთხვევა, თბილისში ცოტა მოიმატა და 99 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, იმერეთში 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში 19, მცხეთა-მთიანეთში 10, დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მხოლოდ ერთი შემთხვევაა, გურიაში და კახეთში 3-3 შემთხვევაა, შიდა ქართლში 4, ქვემო ქართლში 1, სამცხე-ჯავახეთშიც ერთი შემთხვევაა”, – განაცხადა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები