მიხეილ ყაველაშვილი: ავადმყოფური გადახრა უნდა გქონდეს ადამიანს, რომ საერთო სასიკეთო საქმე – იპოდრომზე პარკის მშენებლობა საპირისპიროდ დაინახო

„ბევრი ადამიანის ოცნება იყო, იპოდრომზე აშენებულიყო პარკი, ეს არის მორიგი უპრეცედენტო გადაწყვეტილება ფონდი „ქართუს”, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ საერთო სიკეთით უამრავი ადამიანი ისარგებლებს.

„არ მეგულება არა მარტო საქართველოში, არამედ – დედამიწის ზურგზე ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ამ აქტის მიმართ ბუნებრივად, ადამიანური შეგრძნებით კმაყოფილება არ ექნება. ბიძინა ივანიშვილი ასეთ საერთო სასიკეთო საქმეს აკეთებს და კერძო ინვესტიციით სახელმწიფოს გადასცემს ასეთ მნიშვნელოვან რაიმეს. დაახლოებით, 200 მლნ-ზეა საუბარი, მანამდე სპორტულ კომპლექსებზე იყო საუბარი. ჩვენი საზოგადოების წევრები ისარგებლებენ ამ ულამაზესი პარკით. ავადმყოფური გადახრა უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ეს სიკეთე საპირისპიროდ დაინახო. დენდროლოგიური პარკი ხომ გახსოვთ? მთელი სამწლიანი პერიოდის მანძილზე ჰქონდა აქცენტი რადიკალურ ოპოზიციას, რომ ხეებს ჭრიან, გადააქვთ და ა.შ. ბოლოს კი რამხელა სიკეთე მიიღო ქვეყანამ!”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები