ნინო წილოსანი: ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის კონტრიბუცია ქვეყნის განვითარებაში კვლავაც უანგარო და მასშტაბურია
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს” გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ცენტრალური პარკის მოსაწყობად ქალაქ თბილისს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გადაეცა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის კონტრიბუცია ქვეყნის განვითარებაში კვლავაც უანგარო და მასშტაბურია.
„ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებით ქალაქი ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ქალაქისთვის პროექტის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე მისი მასშტაბიც მეტყველებს 27 ჰა ტერიტორიაზე 200 მილიონამდე ლარის ღირებულების ცენტრალური პარკი იქმნება. მაშინ როდესაც კარგად გვახსოვს წარსულში როგორ აბეტონებდნენ ჩვენი დედაქალაქის პატარა ნაწილსაც კი და როგორ გვართმევდნენ ამით სუფთა ჰაერის უფლებას. ალბათ, ახლაც აღმოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ მნიშვნელოვან ფაქტს არაფრად ჩათვლიან, ეს ის ადამიანები არიან – აპოკალიფს რომ წინასწარმეტყველებენ და მის მოლოდინში ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ მოვლენები ყურადღების მიღმა რჩებათ.
მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის კონტრიბუცია ქვეყნის განვითარებაში კვლავაც უანგარო და მასშტაბურია”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.