მთიანი ყარაბაღი ეუთო-ს მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს
მთიანი ყარაბაღის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო-ს მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი განცხადება ე.წ. საგარეო უწყების ტელეგრამ-არხზე გავრცელდა.
“მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, არწახის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა არწახის მოსახლეობის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით აღიაროს. შექმნილ ვითარებაში არწახის საერთაშორისო აღიარება რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამყარებისთვის ერთადერთი მექანიზმი იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.