არჩილ თალაკვაძე: იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენება უნიკალური საჩუქარია არა მარტო დედაქალაქისთვის, არამედ – მთელი ქვეყნისთვის
“იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენება უნიკალური საჩუქარია არა მარტო დედაქალაქისთვის, არამედ – მთელი ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქველმოქმედება საქვეყნო საქმეებში ბიძინა ივანიშვილის უცვლელი ხელწერაა.
“ბიძინა ივანიშვილმა წარსულში უპასუხისმგებლო ჩინოვნიკების მიერ გასხვისებული უკვე მერამდენე აქტივი გამოისყიდა და საზოგადოებას დაუბრუნა. ქველმოქმედება საქვეყნო საქმეებში – ეს არის მისი უცვლელი ხელწერა.
თბილისის ცენტრალური პარკი არის კიდევ ერთი მასშტაბური, მწვანე პროექტი და მას ექნება ეკოლოგიური, რეკრეაციული და ეკონომიკური მნიშვნელობა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.