მარინა ენდელაძე: კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა

“კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. ორივე აჭარაში, ბათუმში”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

“გარდაცვალება ორია. ორივე 80 წელს გადაცილებულია, 82 და 88 წლის პაციენტები. თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

რაც შეეხება ჩვენს სტაციონარს, დღეს დილისთვის არის 33 პაციენტი, მაგრამ საკმაოდ ბევრი დაემატება. ამ პაციენტებიდან 3 გახლავთ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში“, – განაცხადა ენდელაძემ.

ენდელაძემ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამურად, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 52-ს შეადგენს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები