“ქართუს” ინიციატივით, იპოდრომის ყოფილი ტერიტორია დედაქალაქს გადაეცემა და ცენტრალური პარკი გაშენდება
ბანკ “ქართუს” ინიციატივით, იპოდრომის ყოფილი ტერიტორია დედაქალაქს გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
“ქართუს” კიდევ ერთი უპრეცედენტო საჩუქარი თბილისს – იპოდრომის ყოფილი ტერიტორია დედაქალაქს გადმოეცემა, სადაც “ქართუს” დახმარებით, ცენტრალური პარკი გაშენდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.