“კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარას, 72 თბილისს, 44 კი იმერეთს უკავშირდება”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის გამოვლენის თვალსაზრისით ქვეყანაში კვლავ აჭარის რეგიონი ლიდერობს.

დანარჩენი შემთხვევები  სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

“კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან აჭარაში გამოვლინდა 416, თბილისში 72, იმერეთში 44, სამეგრელო-ზემო სვანეთში 23, ქვემო ქართლში 10, გურიაში 8, სამცხე-ჯავახეთში 3, კახეთში ერთი და შიდა ქართლშიც ერთი”, – აღნიშნა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები