მარინა ენდელაძე: კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მისივე თქმით, 43 ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 45 პაციენტი არის კრიტიკული, 43 მართვით სუნთქვაზეა, აქედან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი”, – აღნიშნა ენდელაძემ.