ოკუპირებული აფხაზეთი სირიაში 6 ოქტომბერს ე.წ. საელჩოს ხსნის
რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონი – აფხაზეთი 6 ოქტომბერს სირიაში ე.წ. საელჩოს ხსნის.
ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება ავრცელებს.
ასევე, ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სირიის მთავრობის წევრებთან შეხვედრა.
სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა.
მომხდარის შედეგად, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.