ილია მეორე: დედამიწაზე ყველაზე დიდი საუნჯე ადამიანია, გავუფრთხილდეთ მას

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანს ცხოვრების დღეები გავუადვილოთ, ვიშრომოთ სხვისთვის და ის შრომა დაგიბრუნდებათ თქვენ”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დედამიწაზე ყველაზე დიდი საუნჯე ადამიანია.

„ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. გავუფრთხილდეთ ადამიანს! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუადვილოთ ცხოვრების დღეები ადამიანს. ვიშრომოთ სხვისთვის და ის შრომა დაგიბრუნდებათ თქვენ. მაცხოვარი ამბობს „სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი“. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაიხაროს ადამიანმა“, – განაცხადა პატრიარქმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები