მარინა ენდელაძე: გავუფრთხილდეთ თბილისს, რომ იგივე არ მოხდეს, რაც აჭარაში, საჭიროა ისევ და ისევ რეგულაციების დაცვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევიდან ერთი აჭარაში დაფიქსირდა.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 31 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ერთი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა, მეორის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს. ასაკოვანია, თუმცა, ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ არ ვიცი. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ამჟამად 31 კოვიდინფიცირებულია. ველოდებით ახალ პაციენტებს. კრიტიკულია მხოლოდ ერთი პაციენტი, ასევე გვყავს 3 და 6 თვის ბავშვები, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,-განაცხადა ენდელაძემ.

მისი განმარტებით, სიფრთხილე და რეგულაციების დაცვა აუცილებელია.

„გავუფრთხილდეთ თბილისს, რომ იგივე არ მოხდეს, რაც აჭარაში. უნდა გავფრთხილდეთ, რომ თბილისშიც არ იყოს სერიოზული მატება, ამისთვის საჭიროა ისევ და ისევ რეგულაციების დაცვა“, – განაცხადა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები