მარინა ენდელაძე: კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარას, 65 თბილისს, 63 კი იმერეთს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში, კორონავირუსის გამოვლენის თვალსაზრისით კვლავ აჭარა ლიდერობს.
მისივე თქმით, კორონავირუსის დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
“ქვეყანაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 252 ადამიანი. კვლავ აჭარა ლიდერობს. აჭარაში 370 შემთხვევაა, თბილისში – 65 , იმერეთში – 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 28, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6, მცხეთა მთიანეთში – ოთხი, კახეთში – ერთი”,-აღნიშნა ენდელაძემ.