კახა კალაძე ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

თბილისის მერი, კახა კალაძე ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„დატრიალებული ტრაგედიის გამო, სტიქიამ ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთელს საქართველოს“, – აღნიშნულია კახა კალაძის სამძიმრის განცხადებაში.

მაშველებმა ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი ოთხი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოები. მაშველები ასევე ამ დრომდე ეძებენ კიდევ ერთი ავტომობილის მძღოლს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები