ამირან გამყრელიძე: გრიპის სეზონის დროს ყველა სიცხიანი ადამიანი გაიტესტება ორივე ინფექციაზე, როგორც კოვიდზე, ისე – გრიპზე

“გრიპის სეზონის დროს ყველა სიცხიანი ადამიანი დიფერენციალური დიაგნოტიკისთვის იქნეს გატესტილი ორივე ინფექციაზე, როგორც კოვიდზე, ისე – გრიპზე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გრიპის სეზონის თანდართვის დროს მდგომარეობის სწორად მართვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მოვუწოდებთ ჩვენ კლინიკებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სასურველი იქნება, რომ გრიპის სწრაფი ტესტები გაორმაგდეს და გასამმაგდეს ანტიგენზე დამყარებული ტესტების შეძენა. გრიპის სეზონის დროს ყველა სიცხიანი ადამიანი დიფერენციალური დიაგნოტიკისთვის იქნეს გატესტილი ორივე ინფექციაზე, როგორც კოვიდზე, ისე – გრიპზე, კიდევ სხვა ღონისძიებები შემუშავდება, რომელიც ამ სეზონისთვის იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები