ერევანი მოლაპარაკებებისთვის მზად არის

“ერევანი მზად არის, გარე აგრესიას შეეწინააღმდეგოს, ამასთან, მზად არის მშვიდობის დასამყარებლად  და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მუშაობისთვის მზაობას აცხადებს”, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

“არწახის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის მტკიცების შეწინააღმდეგებისთვის მზად ვართ, ამასთანავე, მზად ვართ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებთან მუშაობისთვის, რომ 1994-1995 წლის შეთანხმებების საფუძველზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღვადგინოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე მომუშავე, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა: საფრანგეთმა, რუსეთმა და აშშ-მა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ვითარების დეესკალაციისა  და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები