ეკატერინე დგებუაძე: განათლების სისტემა წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პასუხისმგებელ სისტემას ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების ყოველდღიურ პრაქტიკაში გატარების საქმეში

განათლების სისტემა წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პასუხისმგებელ სისტემას, ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების ყოველდღიურ პრაქტიკაში გატარების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

კონფერენცია დისტანციურად ჩატარდა და საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში ბავშვთა უფლებების ინტეგრირების საკითხს მიეძღვნა.

კონფერენციაში, რომელიც ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით წამყვანმა ექსპერტებმა, დიპლომატებმა, მთავრობის წარმომადგენლებმა, პროფესორებმა, სტუდენტებმა,სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მხარეებმაერთმანეთს ბავშვთა უფლებების მიმართულებით მიღებული საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება გაუზიარეს და ამ კუთხით პროფესიონალი კადრების მომზადებისხელშეწყობის გზები განიხილეს.

ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადაUNICEF-ს საქართველოს განათლების სისტემისა და, ზოგადად, ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების განხორციელებაში გაწეული მხარდაჭერისთვის და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვისდა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში ბავშვთა უფლებების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„განათლების სისტემა წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პასუხისმგებელ სისტემას, ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების ყოველდღიურ პრაქტიკაში გატარების საქმეში. განათლების ინკლუზიური სისტემის შექმნა მის ყველა საფეხურზე ჩვენი სამინისტროს უმთავრესი სტრატეგიული პრიორიტეტი და რეფორმების საფუძველია. ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ მრავალმხრივი და კომპლექსური მიდგომის გზით არის შესაძლებელი.

ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული განათლების სისტემის შექმნის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მომავალი პროფესიონალების მომზადებაა, რომლებიც ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების რეალურ ცხოვრებაში გატარებას შეუწყობენ ხელს. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების სისტემის როლი,”- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორმა საბინ მახლიმ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.

„მოხარული ვარ, რომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში პირველი უნივერსიტეტია, სადაც ბავშვთა უფლებების საკითხები ინტეგრირდება პროგრამებსა და კურიკულუმებში. ბავშვთა უფლებების შესახებ განათლება მოიაზრებს პრაქტიკული ქმედებების განხორციელებას. ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა უფლებებზე მორგებული მიდგომის შესახებ ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდები და ზრდასრულები განაპირობებენ ცვლილებას მათ უშუალო გარემოში და ზოგადად ქვეყანაში. მიმაჩნია, რომ ქუთაისში ბავშვთა უფლებების თემაზე საერთაშორისო კონფერენციის გამართვა და უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოში ბავშვთა უფლებების კულტურის გაძლიერებას. გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს პარტნიორობას აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან და სხვა უნივერსიტეტებთან, საქართველოში ბავშვთა უფლებების შესახებ განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით“, – დასძინა ხალილმა.

UNICEF-თან თანამშრომლობის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი დაარსდება, რომელიც იქნება ერთგვარი რესურს-ჰაბი დაბავშვთა უფლებების მიმართულებით სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, უფლებადამცველების, აკადემიური პერსონალის, მშობლებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტებშიბავშვთა უფლებების კულტურისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის ბავშვთა უფლებების კურსების შემუშავებამომავალი მასწავლებლებლების, განათლების ადმინისტრატორების, იურისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების მოსამზადებლად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები