დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – დავით გარეჯზე: ჩვენი გულისტკივილია ის, რომ მისვლას ვერ ვახერხებთ, ვერც სასულიერო პირები და ვერც მრევლი ჩვენს მონასტრებში

“ჩვენთვის მტკივნეული საკითხია ის, რომ ჩვენი სიწმინდის გაყოფა მოხდა ამ წინასწარ შემუშავებული სასაზღვრო ხაზით”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე​მ ჟურნალისტებს დავით გარეჯზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, გულისტკივილს წარმოადგენს ისიც, რომ ვერც სასულიერო პირები და ვერც მრევლი მონასტრებში მისვლას ვერ ახერხებს.

“რა მასალები აქვს პროკურატურას, ამის თქმა რთულია. ჩვენ გვაქვს ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებისთვისაა ცნობილი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ძველი კომისია არაეფექტურად მუშაობდა, ძალიან საეჭვო დასკვნები დადო. პროკურატურის განცხადებით ირკვევა, რომ ამ საკითხს ეხება ძიება.

ჩვენთვის მტკივნეული საკითხია ის, რომ ჩვენი სიწმინდის გაყოფა მოხდა ამ წინასწარ შემუშავებული სასაზღვრო ხაზით. ჩვენი გულისტკივილია ის, რომ მისვლას ვერ ვახერხებთ, ვერც სასულიერო პირები და ვერც მრევლი ჩვენს მონასტრებში. სხვა ასპექტები ჩვენთვის უცნობია”, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები