თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროგრამისტის გამოკითხვა დასრულდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროგრამისტ გიორგი ლუბარეცის გამოკითხვა დასრულდა. დაკითხვას მოწმე მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დათანხმდა.

გიორგი ლუბარეცის თქმით, მან გამოძიებას მიაწოდა ყველა ის ინფორმაცია, რასაც თავად ფლობდა.

“აინტერესებდათ, რას ვეძებდი, რატომ ვეძებდი ბაჩალიაშვილის დაკარგვის ტერიტორიაზე რაღაცებს. მაქსიმალური ინფორმაცია, რაც შემეძლო, მივეცი, რაც მე ვიცი და რაც მაქვს. ასევე ვუთხარი, რომ შემიძლია, ნებისმიერი გაგზავნილი მეილი, რამე თუ აინტერესებთ, შემიძლია, მივაწოდო ეს. ამაზე პრობლემა არ მაქვს, თუმცა ის, რომ ჩემი მობილური გახსნან და ყველაფერი ნახონ იქ, ამაზე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. ამის უფლებას არ მივცემ არც ლეპტოპის, არც კომპიუტერის, არც მობილურის შემთხვევაში”, – განაცხადა გიორგი ლუბარეცმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები