იმერეთში 35-წლამდე მამაკაცმა სასაფლაოზე 17 წლის, მზრუნველობამოკლებულთა ცენტრის ბენეფიციარი გააუპატიურა

იმერეთში 35 წლამდე მამაკაცმა ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეზე, რომელიც მზრუნველობამოკლებულ მოზარდთა დღის ცენტრის ბენეფიციარიცაა, სასაფლაოს ტერიტორიაზე სექსუალურად იძალადა.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ დაინახეს, როგორ ჩაისვა ღამის საათებში მამაკაცმა გოგო მანქანაში და ტყის მიმართულებით წაიყვანა. მოზარდის ვერსიით, მასზე სექსუალურად ოჯახის ახლობელმა სწორედ ტყეში იძალადა, რის შემდეგაც მოზარდი საფლავის ტერიტორიაზე დატოვა. არსებული ინფორმაციით, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს დაზარალებულის ოჯახთან ნათელმირონობა აკავშირებს.

როგორც ოჯახის ახლობლები აღნიშნავენ, მათ მომხდარის შესახებ გაიგეს ძალადობიდან მეორე დღეს, როდესაც 17 წლის მოზარდის სხეულზე დაზიანებები აღმოაჩინეს. ამის შემდეგ ის გამოუტყდა მშობლებს, რომ 35 წლამდე მამაკაცმა ღამით იძულებით წაიყვანა ტყის მიმართულებით და შემდეგ მასზე სექსუალურად იძალადა.

35 წლის მამაკაცზე შემაკავებელი ორდერი გაიცა. ის, ამ ეტაპზე, დაკავებული არ არის. მოზარდთან ფსიქოლოგები მუშაობენ. დანიშნულია ექსპერტიზა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები